სერვისით სარგებლობის წესები
განმარტება:
შ.პ.ს. "სერვ.ჯი" - შემდგომში "სერვ.ჯი"
შ.პ.ს. "სერვ.ჯი"-ს კუთვნილი სერვერები - შემდგომში "სერვერები"
მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს შ.პ.ს. "სერვ.ჯი"-ს ნებისმიერი სერვისით - შემდგომში "აბონენტი"
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე "სერვისით სარგებლობის წესები" და დარწმუნდეთ, რომ თქვენთვის გასაგები და მისაღებია მისი თითოეული პუნქტი და ეთანხმებით მას.
"სერვ.ჯი"-ს ნებისმიერი სერვისით სარგებლობის ან სერვისის შეკვეთის დროს თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე "სერვისით სარგებლობის წესებს", რომელიც არის გამოქვეყნებული "სერვ.ჯი"-ს ვებ-გვერდზე http://serv.ge/about/rules
"სერვ.ჯი" იტოვებს უფლებას, ერთპიროვნულად მიიღოს სერვისის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გადაწყვეტილება ნებისმიერი ისეთი ფაქტის დროს, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს, როგორც "სერვისით სარგებლობის წესების" დარღვევა.
"სერვ.ჯი" იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება "სერვისით სარგებლობის წესებში". წესებში შეტანილი ცვლილებები ავტომატურად ცხადდება მოქმედად ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
1. კონტენტი და პასუხისმგებლობა.
აბონენტს არა აქვს უფლება გამოიყენოს "სერვ.ჯი"-ს მიერ მიწოდებული ნებისმიერი სერვისი, ისეთი მონაცემების გადასაცემად ან ნებისმიერი სახით გასავრცელებლად, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კანონმდებლობასთან. აკრძალულია ე.წ. "სპამების" დაგზავნა. აკრძალულია ე.წ. ვარეზ, პორნო, პროქსი და პოპაპ საიტების დაჰოსტვა. აკრძალულია ისეთი სახის ფაილების განთავსება სერვერებზე ან ნებისმიერი სახით გავრცელება, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერი სახის ზიანი მიაყენონ ადრესატს ან მესამე პირს. აკრძალულია პორნოგრაფიის, ეროტიკის, ძალადობის შემცველი მასალების სერვერებზე განთავსება ან ნებისმიერი სახით გავრცელება. აკრძალულია ისეთი მასალის განთავსება სერვერებზე და/ან ნებისმიერი სახით გავრცელება, რომელზეც აბონენტს არ გაჩნია საავტორო უფლებები ან შესაბამისი ლიცენზია.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ე.წ. Shared Hosting-ის სერვერებზე აკრძალულია შემდეგი ტიპის საიტების/სკრიპტების დაჰოსტვა:
- ვიდეოს, სურათების და ფაილ ჰოსტინგის საიტები/სკრიპტები (დასაშვებია VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
- ბანერების გაცვლის სისტემის საიტები/სკრიპტები (დასაშვებია VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
- აუდიო-ვიდეო სტრიმინგის საიტები/სკრიპტები (დასაშვებია VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
- საიტების რეიტინგის მთვლელი საიტები/სკრიპტები (ე.წ. "ქაუნთერები") (დასაშვებია VPS სერვისით სარგებლობის შემთხვევაში)
2. სერვერული რესურსები
აბონენტის მხრიდან სერვერული რესურსების გადაჭარბებით მოხმარების აღმოჩენის შემთხვევაში, "სერვ.ჯი" მაქსიმალურად ეცდება დაეხმაროს აბონენტს პრობლემის აღმოფხვრაში, მაგრამ ამასთანავე, იტოვებს უფლებას დროებით ან სამუდამოდ შეაჩეროს აბონენტისთვის სერვისის მიწოდება, თუ არ მოხერხდა პრობლემის გადაწყვეტა, რის გამოც შეფერხებით მუშაობენ სხვა აბონენტები.
3. საკონტაქტო ინფორმაცია
"სერვ.ჯი"-ს ნებისმიერი სერვისის შეკვეთის დროს, აბონენტი ვალდებულია მიუთითოს სწორი და სრული ინფორმაცია თავის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში "სერვ.ჯი"-ს ქონდეს მასთან დაკავშირების საშუალება. ამასთანავე, ნებისმიერი ამ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ "სერვ.ჯი"-ს.
"სერვ.ჯი" იტოვებს უფლებას, უარი უთხრას სერვისის მიწოდებაზე აბონენტს, თუ აბონენტის მიერ მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია არის მცდარი ან არასრული.
4. ტექნიკური მხარდაჭერა
"სერვ.ჯი"-ს ნებისმიერი მომხმარებლისთვის მოქმედებს 24 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი. ჩვენი ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლები მორიგეობენ 24 საათის განმავლობაში, სადღესასწაულო და გამოსასვლელი დღეების ჩათვლით. მათთან დაკავშირება შეგიძლიათ დღეღამის ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე support*serv.ge
მოქმედებს გარკვეული წესები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ტექნიკური დახმარების მოთხოვნის დროს:
- წერილში აუცილებლად მიუთითეთ დომენი, რომელთან დაკავშირებითაც გაქვთ რაიმე პრობლემა, ან ნებისმიერი სახის კითხვა;
- ეცადეთ რაც შეიძლება დეტალურად აღწეროთ თქვენი პრობლემა, ეს ჩვენ გაგვიადვილებს პრობლემის დიაგნოსტირებას და შეამოკლებს დროს, რომელიც საჭიროა მისი აღმოფხვრისათვის;
- გთხოვთ შეინახოთ ისტორია. წერილში აუცილებლად უნდა ჩანდეს მთელი მიმოწერა, დაკავშირებული იმ კონკრეტულ პრობლემასთან, რის გამოც ითხოვთ დახმარებას;
- ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლები წერილის მიღებისთანავე მაქსიმუმს გააკეთებენ თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. მიღებული წერილი არ რჩება უპასუხოდ. გთხოვთ, წერილის გამოგზავნის შემდეგ, დაელოდოთ პასუხს, აუცილებელი არ არის რამდენიმე წერილის გამოგზავნა ერთიდაიმავე შინაარსით.
5. ანგარიშსწორება
აბონენტი ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება იმ სატარიფო გეგმის შესაბამისად, რომელიც მას აქვს არჩეული. იმ შემთხვევაში, თუ არჩეულია ყოველთვიური გადახდის სატარიფო გეგმა, აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს ყოველ მომდევნო თვეში სერვისით სარგებლობის საფასურის გადახდა. თუ არჩეულია წლიური გადახდის სატარიფო გეგმა, აბონენტი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს ყოველ მომდევნო წელს სერვისით სარგებლობის საფასურის გადახდა.
ყოველი მომდევნო გადახდის დრომდე 5 დღით ადრე, სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით ინვოისს და შეგახსენებთ, რომ თანხა გაქვთ გადასახდელი.
საიტი გაითიშება საფასურის გადახდის 7 დღით დაგვიანების შემთხვევაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, თქვენი საიტის მონაცემები შეინახება საიტის გათიშვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
დეტალები "სერვ.ჯი"-ს სერვისებით სარგებლობის დროს ანგარიშსწორების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ
გთხოვთ აუცილებლად გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს





