ანგარიშსწორება eMoney -ის საშუალებით

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს მიერ გადახდის საშუალებად არჩეულ იქნა eMoney, შეკვეთის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას, თანდართული უნიკალური ბმულით. ქვემოთ მოყვანილ სურათებზე შეგიძლიათ იხილოთ მაგალითი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სურათებზე მოყვანილი ინვოისის ნომერი არის საჩვენებელი და თქვენს შემთხვევაში, ინვოისის ნომერი განსხვავებული იქნება (ინვოისის ნომერი უნიკალურია და ყოველი გადახდის დროს გენერირდება სისტემის მიერ).

 

1) შეკვეთის ფორმის შევსების შემდეგ,  ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოგდით შეტყობინება, რომელშიც მითითებულია ბმული eMoney -ის სისტემით ანგარიშსწორებისათვის

 

 

2) ბმულზე დაჭერის შემდეგ, გადადიხართ გვერდზე, სადაც კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ანგარიშსწორება eMoney -ის საშუალებით

 

 

3) დადასტურების შემდეგ გადადიხართ  eMoney -ის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ მონაცემები, რომლითაც ხართ რეგისტრირებული eMoney -ის სისტემაში

 

 

4) სისტემაში შესვლის შემდეგ, აძლევთ დასტურს თანხის გადარიცხვაზე

 

თანხის გადარიცხვის შემდეგ, შეკვეთის შევსების დროს თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მიიღებთ შეტყობინებას ტრანზაქციის წარმატებით განხორციელების შესახებ და ავტომატურ რეჟიმში გააქტიურდება თქვენი ანგარიში. პარამეტრები (მომხმარებლის სახელი, პაროლი, სერვერის მისამართი და ა.შ.) გამოგეგზავნებათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.