ვირტუალური პირადი სერვერი (VPS, იგივე VDS) არის ერთი მძლავრი რესურსების მქონე სერვერის რამდენიმე შედარებით პატარა სერვერად დაყოფის მეთოდი. თითოეულ VPS მუშაობს თავისი საკუთარი ოპერაციული სისტემით (რომლის არჩევაც დამოკიდებულია მომხმარებელზე) და ასევე, შესაძლებელია თითოეული მათგანის გადატვირთვა საერთო სერვერის ან სხვა VPS -ების გადატვირთვის გარეშე.

 

დიდი ხნის განმავლობაში კომპანიებისათვის მიღებული იყო ცალკე ფიზიკური სერვერების გამოყენება, რაც უმეტეს შემთხვევაში არარენტაბელური იყო მათი ფასის, ზომების, მომსახურების ხარჯების და ა.შ. გამო. ასევე, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ პროვაიდერთან ცალკე ფიზიკური სერვერის განთავსება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიქმნა ისეთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ერთი მძლავრი ფიზიკური სერვერის გამოყენება, როგორც რამდენიმე სერვერი, რაც თავისთავად, აისახება მათი მომსახურების და პროვაიდერთან განთავსების ფასებზე.

 

VPS-ის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს სრული შესაძლებლობა, მართოს ისე, როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური სერვერი. აქვს წვდომის განუსაზღვრელი უფლება (root), შეუძლია ფიზიკური სერვერის ადმინისტრატორის მიერ მისთვის გამოყოფილი პარამეტრების ფარგლებში ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს, შეცვალოს/გადააინსტალიროს ოპერაციული სისტემა, დააყენოს ნებისმიერი მისთვის სასურველი პროგრამა და სურვილის შემთხვევაში, გადატვირთოს სერვერი - ეს არ მოქმედებს სხვა VPS-ის ან ფიზიკური სერვერის სტაბილურობაზე.

 

Serv.Ge-ს VPS სერვისის არჩევის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ საშუალება:

 

  • გქონდეთ 24 საათიანი შეუზღუდავი უფლებებით წვდომა თქვენს სერვერთან;
  • შეიტანოთ ნებისმიერი ცვლილება მათთვის გამოყოფილი სერვერული რესურსების ფარგლებში;
  • აირჩიოთ და დააყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ოპერაციული სისტემა;
  • მოახდინოთ სისტემის ადმინისტრირება, ლოგირება და კონტროლი თქვენი შეხედულებისამებრ;
  • გამოიყენოთ VPS როგორც Mail, Web, FTP, File სერვერი;
  • მოახდინოთ თქვენი სისტემის ბექაპირება (სარეზერვო კოპიოს შენახვა) დღეღამის ნებისმიერ დროს, ფიზიკური სერვერის ადმინისტრატორის მიერ თქვენთვის ცალკე გამოყოფილ ადგილას. ავარიულ შემთხვევაში, რამდენიმე წუთის ფარგლებში შეგიძლიათ აღადგინოთ სერვერი იმ სახით, როგორც იყო ბოლო ბექაპირების დროს;
  • იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენი სერვერის რესურსები არ იქნება განაწილებული სხვა კლიენტებთან.

 

ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ:

 

  • მოითხოვოთ დამატებითი IP მისამართი
  • ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი VPS პაკეტი უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რესურსების მქონე პაკეტით.

Serv.ge VPS პაკეტები

 VPS-1VPS-2VPS-3VPS-4
 80 GEL100 GEL140 GEL200 GEL
 შეკვეთაშეკვეთაშეკვეთაშეკვეთა
         
Disk Space: 10 GB 15 GB 20 GB 40 GB
Traffic: შეუზღუდავი! შეუზღუდავი! შეუზღუდავი! შეუზღუდავი!

CPU (MHz):

1000 1500 2000 2500
Speed: 256kb/5mb 512kb/10mb 1mb/30mb 3mb/100mb
RAM: 512 MB 1 GB 1.5 GB 2 GB
IP Adress: 1 1 1 1
Root Access: yes! yes! yes! yes!
Unlimited Domains: yes! yes! yes! yes!
Email Support: yes! yes! yes! yes!