გამოხმაურება

უკვე წელიწადზე მეტია რაც ჩვენი კომპანია თანამშრომლობს Serv.Ge -სთან და მინდა მოკლედ შევაჯამო ჩვენი პარტიორული ურთიერთობები.
პირველ რიგში, ჰოსტინგ პარტნიორის ამორჩევისას, როგორც ნებისმიერ სხვა კომპანიისათვის ახალი სერვისის მომზადების დროს, ჩვენ საკმაოდ დიდი პერიოდი დავუთმეთ ამ ბაზარზე საქართველოში წარმოდგენილი კომპანიების შესწავლას. როგორც აღმოჩნდა, სერვისი არ გამოირჩევა თავისი სიძვირით, ანუ დღესდღეობით ნებისმიერი შემოსავლის მქონე კომპანის საქართველოში აქვს საშუალება მიიღოს სრულფასოვანი ვებ ჰოსტინგი.
ყველაფრის ამის გათვალისწინებით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერუიმი გახდა სერვისის სტაბილურობის ხარისხი, ტექნიკური მხარდაჭერის სისწრაფე, ეფექტურობა და ჩვენი საიტის საზღვარგარეთიდან წვდომის სიჩქარე. ეს ყველაფერი საშუალო და დიდი ბიზნესის უკომპრომისო პირობაა ჰოსტინგის მიმართ.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ჩვენ ამოვირჩიეთ Serv.Ge და დღეს, ერთი წლის თავზე, შეგვიძლია მხოლოდ კმაყოფილობა გამოვთქვათ ამ გადაწყვეტილებით.

იური სადოევი
http://diplomat.ge
Diplomat Georgia

 

მადლობას ვუხდით სერვ.ჯის, ხარისხიანი მომსახურების მოწოდებისთვის. პროფესიონალური, თანამედროვე სტანდარტებით მომუშავე  ჰოსტინგია და აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

მიხეილ შომახია
http://aplr.org
მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია

 

ძალიან დიდი მადლობა Serv.Ge-ს ჰოსტინგისათვის, რომელიც პრობლემებს არ ქმნის. კმაყოფილი ვარ სწრაფი, ხარისხიანი მომსახურებით და იმით, რომ ყოველთვის შემიძლია მქონდეს Serv.Ge-ს დახმარების იმედი. სამსახურის საიტიც ამ ჰოსტინგზე გადავატანინე, რამდენადაც, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პირობები და მომსახურება აქვთ.

ნინო ფანიაშვილი
http://piccolina.ge

 

Serv.Ge -ზე ჰოსტინგის შეძენის პირველივე დღიდან ურთიერთობა კომპანიის თანამშრომლებთან იყო სასიამოვნო, რადგან ყველა კითხვაზე ვიღებდი კომპეტენტურ და კონკრეტულ პასუხს. ამის გარდა, მათი მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდი მზადყოფნას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დავრწმუნდი, რომ ჩემი არჩევანი Serv.Ge -სთან დაკავშირებით იყო სწორი. ასე გააგრძელეთ !!! გისურვებთ წარმატებებს !!!

სლავა პოპოვი
http://xauto.ge

 

უკვე თითქმის 1 წელია ვსარგებლობ თქვენთან VPS სერვისით და არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ყოველთვის, როცა საჭიროა, თქვენი მხრიდან ოპერატიულად ხდებოდა კონსულტაციები გარკვეულ საკითხებში და დახმარებაც, თუ ეს მჭირდებოდა. არც იმის შიში მაქვს, რომ შეიძლება მონაცემები წაიშალოს, რადგან დავრწმუნდი - რეზერვირების სისტემა უნაკლოდ და სტაბილურად მუშაობს.

ეზეკი ზიბზიბაძე
http://jok.ge

რვა თვეზე მეტია რაც ვსარგებლობ სერვ.ჯის მომსახურებით. ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ შემქმნია. შეკითხვებთან დაკავშირებით საპორტი სწრაფად და ინფორმატიულად მპასუხობს. საიტის მუშაობას რაც შეეხება, საერთოდ დამავიწყდა თუ რა არის პრობლემები. და ეს ყველაფერი მშვენიერ ფასად.

ნიკა ვარძელაშვილი
http://offroad.ge

Услугами serv.ge мне посоветовал воспользоваться знакомый.
Я пересмотрела условия, мне они показались приемлемыми со стороны как предоставляемых услуг, так и оплаты. Для начала я решил воспользоваться пакетом Basic, но через два месяца перешла на Advanced и теперь все мои сайты перенесены сюда. Проблем не возникло, а на любые мои вопросы всегда получаю компетентные ответы.

Ilona Rakhmakova
http://ram.ge


სხვადასხვა ჰოსტინგ პროვაიდერებთან წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, ახლობლის რჩევის შემდეგ, გადავედი Serv.ge -ზე. რამდენიმე თვეა ვსარგებლობ და ვფიქრობ, ყველაზე საიმედო და კომფორტული ჰოსტინგია, რომლის ტექნიკური მხარდაჭერაც ყოველთვის დროული და ამომწურავია. ჩემი რეკომენდაციები ამ ჰოსტინგს !!!

ლევან გიორგაძე
http://liveinjazz.ge

 

სერვ.ჯი ყველანაირად მომწონს. მთავარი მიზეზი - უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩემი საიტი აქ იჰოსტება და ერთხელაც არ შემქმნია პრობლემა და მეორე: არაჩვეულებრივი თანამშრომლები გყავთ !

ნატალია ბელქანია
http://imho.ge

 

ვიპოვე პროფესიონალური ჰოსტინგი საქართველოში - "Serv.Ge". სისწრაფე და ხარისხი, არანაირი ტექნიკური პრობლემა და რაც მთავარია, სასიამოვნო ურთიერთობა თანამშრომლებთან. ყველას გირჩევთ !!!

რომან ბაკურიძე
http://seaman.ge

.