1) საბანკო გადარიცხვა
შეგიძლიათ მიბრძანდეთ ნებისმიერ ბანკში და გადარიცხოთ ჰოსტინგის საფასური შემდეგი მონაცემებით:
გადახდის დროს, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ბილინგის სისტემის მიერ თქვენთვის გამოგზავნილი ინვოისის ნომერი.
შპს „სერვ.ჯი“
საიდენტიფიკაციო კოდი 205277369
ს.ს. „საქართველოს ბანკი“, ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი 220101502
ანგარიშის ნომერი 332210700
2) Emoney-ს საშუალებით
იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს მიერ გადახდის საშუალებად არჩეულ იქნა Emoney, შეკვეთის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას, თანდართული უნიკალური ბმულით. გთხოვთ გაეცნოთ და მიჰყვეთ გადახდის ინსტრუქციას. დაწვრილებით eMoney სისტემით ფულის გადახდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ
3) ინტერნეტ ბანკინგის კომუნალური გადასახადების მოდულიდან
საფასურის გადახდის გამარტივების და კომფორტულობის მიზნით შესაძლებელია მომსახურეობის ღირებულების გადახდა ინტერნეტბანკინგის კომუნალური გადასახადების მოდულის მეშვეობით სხვადასხვა გადასახადებში
ველში "კომპანიის დასახელება" მიუთითეთ "სერვ.ჯი", ხოლო იდენტიფიკატორად გამოიყენეთ თქვენთვის ბილინგის სისტემის მიერ დაგენერირებული ინვოისის ნომერი, რომელიც უნიკალურია და ყოველ ჯერზე გადახდამდე ხუთი დღით ადრე გეგზავნებათ საკონტაქტო მეილზე.
4) Visa/Mastercard
მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია Visa/Mastercard ელექტრონული ბარათი-ს მეშვეობით. გადახდის ბმული მითითებული იქნება ინვოისში.
5) TBCPAY
შეგიძლიათ ანგარიშსწორება მოახდინოთ ქალაქში მრავალ ადგილას განთავსებული TBCPAY-ის ტერმინალებიდან. ინტერნეტის და პროვაიდერების განყოფილებაში დაინახავთ ჩვენს ლოგოს წარწერით Serv.Ge დააჭირეთ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას.
6) OSMP
შეძენილი სერვისის საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოში დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული OSMP-ს ავტომატური ტერმინალებიდან. ინტერნეტის და პროვაიდერების განყოფილებაში დაინახავთ ჩვენს ლოგოს წარწერით Serv.Ge დააჭირეთ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას.