სიახლეები
-
26 თებერვალი, 2010
ხარისხის კონტროლის განყოფილება
სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ხარისხის კონტროლის განყოფილება. იხილეთ დაწვრილებით
26 თებერვლიდან ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის განყოფილება, რომლის თანამშრომლებთან დაკავშირებაც შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე
quality*serv.ge
თუ თქვენ უკმაყოფილო დარჩებით ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისით, ან სერვ.ჯის თანამშრომლებთან ურთიერთობით, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ამის შესახებ.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ წინსვლასა და სერვისის კიდევ უფრო დახვეწაზე.
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით. -
17 იანვარი, 2010
გადახდების ავტომატიზირება
პირველად საქართველოში, შემუშავებული და დანერგილი იქნა TBCPAY, OSMP, eMoney -ის გადახდების ავტომატიზირებული სისტემა.
დღეიდან, ჰოსტინგის ან Serv.Ge-ს ნებისმიერი სერვისის შეძენა და გააქტიურება მოხდება ავტომატურ რეჟიმში, მომენტალურად თანხის გადახდის შემდეგ. მომხმარებელი აღარ ელოდება სერვისის ხელით გააქტიურებას ადმინისტრატორების მიერ. თანხის გადახდისთანავე სერვისი აქტიურდება და მომხმარებელს შეკვეთის დროს მითითებულ მეილზე ეგზავნება შესაბამისი ინფორმაცია და პარამეტრები
-
17 იანვარი, 2010
OSMP - ანგარიშსწორების კიდევ ერთი საშუალება
დაემატა ანგარიშსწორების საშუალება OSMP-ს ტერმინალებიდან.
დაემატა ანგარიშსწორების საშუალება OSMP -ს ტერმინალებიდან. ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, გადახდა აწარმოონ საქართველოში ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული ავტომატური გადახდების ტერმინალებიდან.
-
19 ოქტომბერი, 2009
ახალი ვებსაიტი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Serv.Ge-ს ახალ ვებსაიტზე, რომელიც ომედია სტუდიაში დამზადდა. ვიმედოვნებთ, რომ საიტით სარგებლობა ახლა უფრო მოხერხებული და სასიამოვნო იქნება.
-
18 ოქტომბერი, 2009
Serv.Ge-ს ჰოსტინგი - ახლა უკვე Cpanel-თან ერთად
დღეიდან ჩვენი სერვისის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ჰოსტინგის კიდევ ერთი სამართავი პანელი Cpanel. ამ ლიცენზირებულ სისტემას სპეციალურად Serv.Ge-ს მოთხოვნების მიხედვით დაემატა კონკრეტული ფუნქციონალი, რომელიც კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივად მოსახმარს ხდის მას.
-
17 ივლისი, 2009
ანგარიშსწორების ახალი გზა Serv.Ge-ზე
დაემატა ანგარიშსწორების კიდევ ერთი გზა - TBCPAY-ის საშუალებით (www.tbcpay.ge). TBCPAY-ს ტერმინალები განთავსებულია როგორც TBC ბანკის ყველა ფილიალში, ასევე, ძალიან ბევრ ადგილას მთელ საქართველოში. უახლოეს მომავალში ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება.
ამჟამად შესაძლებელია ანგარიშსწორება 3 სხვადასხვა გზით:
- საბანკო გადარიცხვა
- Emoney
- TBCPAY
-
10 ივლისი, 2009
ვირტუალური პირადი სერვერები
დღეიდან, პირველად საქართველოში, შეგიძლიათ ისარგებლოთ VPS სერვისით.





