Serv.ge დაარსდა 2008 წელს. მიუხედავად არცთუ ისე დიდი დროისა, ჩვენ უკვე შევძელით მოგვეპოვებინა პოპულარობა საქართველოში ვებ-ჰოსტინგის ბაზარზე, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს შორის. თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომით და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, კომპანია დღითიდღე სტაბილურად იზრდება. ჩვენი კლიენტების დაახლოებით 83% უწევს რეკომენდაციას Serv.ge -ს თავის მეგობრებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან, რაც იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ კლიენტებს მართლაც მაღალხარისხიან სერვისს ვაწოდებთ. თქვენი თითოეული გამოხმაურება, ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის.
მსოფლიოში №1 ფაირვოლად აღიარებული - ჩეკპოინტით დაცული IBM და HP დაკლასტერებული სერვერები, Cisco-ს უახლესი აპარატურა, 99.5% UP-time, ქართულ პროვაიდერებამდე 1-10 GB, ხოლო უცხოურ პროვაიდერებამდე 155 MB (STM1) სიჩქარით შეერთება და 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა, პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მომსახურების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე - საერთო ჯამში სერვისის სტაბილურობის და მდგრადობის გარანტიაა.
ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენგან ნებისმიერი წინადადება თუ შენიშვნა. გპირდებით, თითოეული მათგანი იქნება განხილული და გულმოდგინედ შესწავლილი.
![]() |
![]() |
![]() |
|