არსებობს ანგარიშსწორების რამდენიმე გზა:
1) საბანკო გადარიცხვა
შეგიძლიათ მიბრძანდეთ ნებისმიერ ბანკში და გადარიცხოთ ჰოსტინგის საფასური შემდეგი მონაცემებით:
გადახდის დროს, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ბილინგის სისტემის მიერ თქვენთვის გამოგზავნილი ინვოისის ნომერი.
შპს „სერვ.ჯი“
საიდენტიფიკაციო კოდი 205277369
საბანკო რეკვიზიტებია:
თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი TBCBGE22
ა/ა GE49TB7651036020100001
საერთაშოისო გადმორიცხვებისათვის
აშშ დოლარის ანგარიში - GE93TB7651036120100001
ევროს ანგარიში - GE93TB7651036120100001
ასევე გაცნობებთ რომ 18:00 საათის შემდეგ საბანკო ტრანზაქცია აისახება მეორე სამუშაო დღეს.
თანხის მომენტალური ასახვისათვის, გთხოვთ გამოიყენოთ Visa / Mastercard საშუალებით გადახდის ბმული, რომელიც მოგივათ ინვოისთან ერთად.
2) ინტერნეტ ბანკინგის კომუნალური გადასახადების მოდულიდან
საფასურის გადახდის გამარტივების და კომფორტულობის მიზნით შესაძლებელია მომსახურეობის ღირებულების გადახდა ინტერნეტბანკინგის კომუნალური გადასახადების მოდულის მეშვეობით სხვადასხვა გადასახადებში
ველში "კომპანიის დასახელება" მიუთითეთ "სერვ.ჯი", ხოლო იდენტიფიკატორად გამოიყენეთ თქვენთვის ბილინგის სისტემის მიერ დაგენერირებული ინვოისის ნომერი, რომელიც უნიკალურია და ყოველ ჯერზე გადახდამდე ხუთი დღით ადრე გეგზავნებათ საკონტაქტო მეილზე.
3) მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია Visa/Mastercard ელექტრონული ბარათი-ს მეშვეობით. გადახდის ბმული მითითებული იქნება ინვოისში.
4) eMoney
იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს მიერ გადახდის საშუალებად არჩეულ იქნა Emoney, შეკვეთის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას, თანდართული უნიკალური ბმულით. გთხოვთ გაეცნოთ და მიჰყვეთ გადახდის ინსტრუქციას. დაწვრილებით eMoney სისტემით ფულის გადახდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ
5) TBCPAY
გადაიხადეთ Serv.ge - ს გადასახადი ყველაზე სწრაფად და კომფორტულად თიბისი ფეის მრავალი სახეობის ტერმინალების საშუალებით. გადახდა შესაძლებელია თიბისი ფეის ქსელში, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ინტერნეტის და პროვაიდერების განყოფილებაში დაინახავთ ჩვენს ლოგოს წარწერით Serv.ge დააჭირეთ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს
6) OSMP
შეძენილი სერვისის საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოში დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული OSMP-ს ავტომატური ტერმინალებიდან. ინტერნეტის და პროვაიდერების განყოფილებაში დაინახავთ ჩვენს ლოგოს წარწერით Serv.Ge დააჭირეთ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას.
7) PAYBOX
შეძენილი სერვისის საფასურის გადახდა შეგიძლიათ PayBox-ის ავტომატური ტერმინალებიდან. ინტერნეტის და პროვაიდერების განყოფილებაში დაინახავთ ჩვენს ლოგოს წარწერით ProService დააჭირეთ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას.
![]() |
![]() |
![]() |
|